Tuesday, July 18, 2017

დღე-9



დავამთავრეთ  ინტელის ტრენინგი.ვისწავლეთ 8  მოდული,, პროექტებით სწავლებისას,,.ასეთი სწავლება მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და გაზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას..მე ამ პროექტით შევისწავლე       თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.როგორ განვსაზღვრო მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო .
    ამ ტრენინგით მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემსმიერ დაგეგმილ პროექტებში. დღევანდელი დღე ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი და სასიამოვნო.ეს ყველაფერი კი ქალბატონ  გვანცას დამსახურებაა.დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

Monday, July 17, 2017

დღე-8

განვიხილეთ მოდული 7ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.შევისწავლეთ  ფასილიტაციის რესურსების შექმნა.,წარმატებული სასწავლო პროექტების განხორციელება და რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად. შევქმენით ჩვენი პორტფოლიოები და შევურჩიეთ ფონი.ძალიან კარგი სამუშაო დღე იყო.დიდი მადლობა   ქალბატონ გვანცას ყველაფრისთვის.

Friday, July 14, 2017

დღე-7

გავეცანით მეექვსე მოდულს,, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის,,განვიხილეთ ამ მოდულის ხუთივე აქტივობა.  გავიხსენეთ გარდნერისა და  ბლუმის თეორიები.იყო მუშა სამუშაო დღე.

Wednesday, July 12, 2017

მე-6

ვისწავლეთ  მეხუთე მოდული.განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა.გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებას.გადავხედეთ მოცემულ ორ რუბრიკას და ვნახეთ თუ როგორ გავაკეთოთ შეფასების რუბრიკების ადაპტირება კონკრეტული გაკვეთილისთვის . დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.მადლობა ქალბატონ გვანცას ყველაფრისთვის.

Saturday, July 8, 2017

დღე-5

გავეცანით მესამე მოდულს კავშირები.ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე.მოვირგეთ  მოსწავლის როლი.შევქმენით მოსწავლის ინტერესის ცოდნიდან გამოიმდინარე დავალება.საკმაოდ შრომატევადი სამუშაო  შევასრულეთ  გვანცას დახმარებით.დიდი მადლობა  გვანცას ასეთი კარგი სამუშაო დღისათვის.

დღე-4

გავეცანით შეფასების  ხუთ მეთოდს.ვიმუშავეთ თუ რა უნდა გავაკეთოთ პროექტის დასაწყისში.შეფასების რა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ ამ პროცესში. დავწერე ჩემი პროექტის დასრულების შემდეგ შეფასების რა მეთოდსა და საშუალებებს  გამოვიყენებ.

Thursday, June 29, 2017

დღე-3

ვიმუშავეთ პროექტის შინაარსზე,შევუსაბამეთ სტანდარტები.დავსახეთ პროექტის მიზნე-ბი.დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.
 მე დღევანდელ დღემ ზალიან ბევრი ცოდნა შემძინა ტრენერის დახმარებით.იმედია შემდეგ ტრენინგზე ასეთ სირთულეები  აღარ  შემხვდება.შემდეგშიც გამოვიყენებ დღევადელ  ცოდას.